"ლეიბორისტები" ხელისუფლებას რკინიგზის ობიექტების უკანონოდ გაყიდვაში სდებენ ბრალს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის გენერალურამ მდივანმა გიორგი გუგავამ ზემოთქმულის შესაბამისი ფაქტებიც მოიყვანა.
გუგავას თქმით, სააკაშვილის დავალებით, მისი "კარის ბიზნესმენებისგან შემდგარი ბანდიტური ჯგუფი" რკინიგზის სტრატეგიულ ობიექტებს ნაწილ-ნაწილ ყიდის. გუგავას მტკიცებით, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ კორუფციული გარიგებით რკინიგზის კუთვნილი ქვა-ღორღის ქარხანა ძმებ ბეჟუაშვილებს მიყიდა. "ლეიბორისტების" ინფორმაციით, გაიყიდა რკინიგზის საკუთრებაში არსებული გორის სარკინიგზო შპალების ქარხანაც, რომელის მყიდველი გუგავას თქმით, მედია ჰოლდინგ "იმედის" ხელმძღვანელი გიორგი არველაძეა.
"ლეიბორისტული პარტია" ქვეყნის მთავარ პროკურატურას მოუწოდებს გამოიძიოს აღნიშნული საქმეები და რკინიგზის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.