დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიიღო საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ერევანში) ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალი.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ქ. თბილისში 25 მაისს გამართული ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აბულ ღეითის ოფიციალური ვიზიტის შედეგები.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.