"ახალი მემარჯვენეები" მომავალ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიღებენ. ამის შესახებ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძემ კატეგორიულად გამორიცხა ბურჯანაძის და სხვათა შესაძლო გაერთიანებაში "ახალი მემარჯვენეების" შესვალა.
"ჩვენ, "ახალი მემარჯვენეები" არასოდეს მივცემთ თავს უფლებას, ვითანამშრომლოთ ისეთ პარტიებთან, ისეთი ადამიანების ხელისუფლებაში მოსასვლელად ვიბრძოლოთ, რომლებმაც ხელი მოაწერეს და გაუმყარეს მიხეილ სააკაშვილს თავისი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები იმ დროს, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ", - განაცხადა გამყრელიძემ.