"მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან ბიზნესში წასვლას არ გეგმავს. მისი თქმით, მსგავს ჭორებს ის სახელისუფლებო ჯგუფები უვრცელებენ, ვისაც ამ მიმართულებით გარკვეული ინტერესები აქვთ. ამის შესახებ გამყრელიძე დღეს "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში ისაუბრა.
გამყრელიძეს განცხადებით, იგი პოლიტიკიდან ბიზნესში არ დაბრუნდება, რადგან პოლიტიკაში მისი მისია ჯერ არ დასრულებულა.
"ათი წლის წინ დავტოვე ბიზნესი და პოლიტიკაში მოვედი. მოვედი იმისათვის, რომ რაღაცა შემეცვალა ამ ქვეყანაში და ჩემი მიზანი ჯერ არ შესრულებულა. შესაბამისად, არ ვაპირებ ისევ ბიზნესში დაბრუნებას ამ მიზნის მიღწევამდე", - განაცხადა გამყრელიძემ.