დღეს, ბრიუსელში, ნატო - საქართველოს საბჭოს სხდომაზე საქართველოში 30 მაისს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრებენ. აღნიშნულ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება, რომელიც ბელგიაში უკვე გაემგზავრა.
იგეგმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სხდომაზე სიტყვით გამოსვლაც. ნატო - საქართველოს საბჭოს სხდომის ფარგლებში, დავით ბაქრაძე ალიანსის გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენსაც შეხვდება.