დღეს, 22 ივნისს, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით გამართული სემინარი დასრულდება.
სემინარი 21 ივნისს გაიხსნა და მასზე სემინარზე განიხილავდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გარემოს უსაფრთხოების საკითხებს: შესაძლებლობები და გამოწვევები; თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროატლანტიკური პარტნიორობის კონტექტსში; თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრობლემები.
სემინარში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები, ჟურნალისტები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სემინარის სახელწოდებაა - დემოკრატიული განვითარებისა და ეფექტური მმართველობის გამოწვევები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სემინარზე სომხეთსა და აზერბაიჯანს წარმოადგენენ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პარტნიორები - აზერბაიჯანის ატლანტიკური ასოციაცია და სომხეთის ატლანტიკური ასოციაცია.