25 ივნისს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება, რის შემდეგაც პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სესიების ფორმატით გააგრძელებს.
ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
ბაქრაძის განმატრებით, რეგლამენტის თანახმად პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ივნისის მესმაე პარასკევს უნდა დახუროს, თუმცა მიმდინარე კვირა სასესიო კვირა არ არის, ამიტომ 25 მაისს, პარასკევს ბიუროს რიგგარეშე სხდომა იქნება მოწვეული და საქართველოს ჰიმნით სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება.
ბაქრაძის განაცხადებით, ეს სავალდებულო პროცეუდრაა, თუმცა პარლამენტი მუშაობას თვენახევრის განმავლობაში კიდევ გააგრძელებს და მუშაობისათვის რიგგარეშე მოწვევის სესიებს გამოიყენებს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობას საგანეგებო დავალებას აძლევს, რომ მთავრობის ინიციატივები პარლამენტში დროულად იქნას წარმოდგენილი, რათა მათი განხილვა დროულად მოესწროს.