საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გიორგი აბაშიშვილმა, დავით რაქვიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ლეხკაჩინსკის სახელობის სკვერში, პოლონეთის პრეზიდენტის ტრაგიკულად დაღუპვის დღესთან დაკავშირებით, ლეხკაჩინსკის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის ელჩმა საქართველოში და საგარეო საქმეთა სამინისტროსწარმომადგენლებმა.