ცხინვალის დეფაქტო ლიდერი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გაატარებს. „ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება. მთავრობაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ,“-აცხადებს თიბილოვი. დეფაქტო არჩევნები არაღიარებულ რესპუბლიკაში ხვალ ჩატარდება. პარალელურად გაიმართება რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის შესახებ.