დღეიდან 10 აპრილამდე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს. მიზეზი დაგეგმილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმია.
ამ დღეების განმალობაში დროებით შეწყდება მოქალაქეთა გადაადგილება. ისინი თავისუფლად მოძრაობას 10 აპრილის 20:00 საათიდან შეძლებენ.
9 აპრილს ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.