ევროკავშირის ქვეყნებთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ძალაში რეადმისიის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განმარტებით, ევროკავშირის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამარტივების და რედმისიის ხელშეკრულება პარალელურ რეჟიმში უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე უარი დიდმა ბრიტანეთმა და დანიის სამეფომ განაცხადა, ხოლო რეადმისაში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
ამის გათვალისწინებით, კი აღნიშნულ ქვეყნებთან ტექნიკური ხასიათის პროცედურებია მოსაგვარებელი, ამიტომ რეადმისის შესახებ ხელშეკრულება სავარაუდოდ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გაფორმდება, რის შემდეგაც გამარტივებული სავიზო რეჟიმიც ძალაშიც შევა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.