ხვალ, 22 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გერმანიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ამის შესახებ საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაშაძე გერმანიაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს და უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში კანცლერის თანაშემწეს შეხვდება.
"გერმანია ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ამის გათვალისწინებით ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ", - განაცხადა ჯალაღანიამ.