ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები, მამა-შვილი როგავები რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამა-შვილი იარაღის მუქარით იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.
დაკავებულები თავდაპირველად სოფელ საბერიოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კი, მამა-შვილი სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება.
სხვა დეტალები ამ თემაზე ჯერ უცნობია.