21-22 ივნისს საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ნორვეგიის ატლანტიკური კომიტეტის მხარდაჭერით სემინარს გამართავს.
სემინარზე განიხილავენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უსაფრთხოების არსებული გარემო: შესაძლებლობები და გამოწვევები; თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროატლანტიკური პარტნიორობის კონტექტსში; თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრობლემები.
სემინარში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები, ჟურნალისტები, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
სემინარის სახელწოდებაა - დემოკრატიული განვითარებისა და ეფექტური მმართველობის გამოწვევები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სემინარზე სომხეთსა და აზერბაიჯანს წარმოადგენენ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პარტნიორები - აზერბაიჯანის ატლანტიკური ასოციაცია და სომხეთის ატლანტიკური ასოციაცია.
სემინარი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის შენობაში ხვალ, 12.00 საათზე დაიწყება.