"ლეიბორისტული პარტია" ნიუ-იორკში სოციალისტური ინტერნაციონალის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, სხდომაზე განიხილება და გადაწყვეტილებები მიიღება გლობალური ეკონომიკის მწვავე და უაღრესად საჭირო საკითხებთან დაკავშირებით; ასევე, გლობალურ კონტექსტში განიხილება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო, განიარაღებისა და სხვა საერთაშორისო საკითხები.
სოციალისტური ინტერნაციონალის საბჭოს დღის წესრიგით განსაზღვრულია, აგრეთვე, გამოსვლები და დებატები რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით.
"ლეიბორისტებს" ნიუ-იორკის საბჭოს სხდომაზე პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე წარადგენს. ასევე დაგეგმილია მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრები.
სხდომაზე კირთაძე ასევე დასვამს საკითხს, რათა სოცინტერნის გავლენიანმა წრეებმა განიხილონ და მხარი დაუჭირონ საქართველოში არჩევნების გაერო-ს ეგიდით ჩატარებას, რაზეც "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" 2009 წლის 30 დეკემბრის მოთხოვნაშია საუბარი.
სოციალისტური ინტერნაციონალის საბჭოს სხდომა 21-22 ივნისს გაერო-ს შტაბ-ბინაში ჩატარდება.