საქართველოსი მცხოვრებ პოლონელები საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ არჩევანს თბილისსა და ბათუმში გააკეთებენ.
პოლონეთის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თბილისში და ბათუმში განთავსებულ პოლონეთის საელჩოში და საკონსულოში საარჩევნო უბანი დღეს, 06:00 საათზე გაიხსნა.
საარჩევნო უბანზე 76 ადამიანია დარეგისტრირებულია, აქედან 21 საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ძირითად კანდიდატებად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერი ბონისლავ კომაროვსკი და ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი ძმა, პარტია "კანონი და სამართლიანობის" ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი სახელდება.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ლეხ კაჩინსკის სმოლენსკში ტრაგიკულად დაღუპვის გამო დაინიშნა. სმოლენსკის აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტის კატასტროფის დროს ქვეყნის პირველი პირი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკი, მთავრობის წევრები და სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.