რუსმა სამართალდამცავებმა კავკასიის ემირად წოდებული დოკუ უმაროვის დაკავების მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით სპეცსამსახურების უმთავრესი დავალება მებრძოლების ლიდერის ცოცხლად აყვანაა. სხვა დეტალები ჯერ ჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ოპერაციას 21-ე საუკუნის სპეცოპერაციას უწოდებენ.
რუსმა სამართალდამცავებმა კავკასიის ემირად წოდებული დოკუ უმაროვის დაკავება რამდენჯერმე უკვე სცადეს, თუმცა მან ყოველთვის მოახერხა გაქცევა. რუსული მედია ასევე იუწყება, რომ სპეცოპერაციის ხელმძღვანელები ამ სპეცოპერაციის წარმატებაში დარწმუნებულნი არიან.