ოკუპირებულ ცხინვალში "წინასაარჩევნო დებატები" ჩაიშალა. ამაში ანატოლი ბიბილოვს ადანაშაულებენ, რომელიც ე.წ. პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტობის კანდიდატია.
ეთერის დაწყებამდე ბიბილოვს მისთვის განკუთვნილი ადგილი არ მოეწონა. შედეგად, მან დებატებში მონაწილეობის საშუალება არც სხვა კანდიდატებს მისცა.
9 აპრილს რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ე. წ. რეფერენდუმი ჩატარდება, რეფერენდუმის მიზანია გაიგონ, სურს თუ არა მოსახლეობას ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა.