საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოტავაში გამართულ დიდი რვიანის (G8) საპარლამენტო სამიტში, რომელიც ეძღვებოდა ათასწლეულის მიზნების შესრულებას. ივლისში კანადაში დიდი რვიანის შეხვედრის მონაწილე ქვეყნებს წარედგინებათ საპარლამენტო სამიტის რეზოლუცია, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ათასწლეულის განვითარების მიზნების (ძირითადად დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის და სიღარიბის შემცირება) მიღწევისთვის დონორი სახელმწიფოების მიერ რესურსების მობილიზაციის და განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების აუცილებლობას ექცევა. წერეთელი იყო ერთ-ერთი სხდომის თავმჯდომარე, ასევე მისი წინადადებით რეზოლუციაში შეტანილ იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დახმარების საკითხი.
სამიტის ფარგლებში წერეთელმა გამართა ორმხრივი შეხვედრები კანადის, ლიტვის, თურქეთის, ფინეთის, სენეგალის, კამერუნის და სხვა ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებთან.