პარლამენტში ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილისა და კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილის დაპირისპირებაზე საუბრობენ. ამის შესახებ საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კონტროლის პალატის დასკვნაში ყველაზე მეტად გაკრიტიკებულია ფინანსთა სამინისტრო.
საუბარია კონტროლის პალატის დასკვნებზე, რომელიც ეხება მთავრობის მიერ 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს. როგორც პარლამენტში აღნიშნავენ, აღნიშნული კრიტიკა ბეჟაშვილისა და ბაინდურაშვილის დაპირისპირებას უკავშირდება.
ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ამ დაპირისპირებას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
ამ თემაზე კომენტარის გაკეთება საპარლამენტო უმრავლესობაში არავის სურს.