ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის მკვიდრი კახაბერ ქისიშვილი, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკვე მეორედ გაიტაცეს.
კახაბერ ქისიშვილი სოფლის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოდან გაიტაცეს. ქისიშვილის ოჯახისთვის, ოკუპანტების მიერ მისი დაკავების შესახებ, გვიან საღამოს გახდა ცნობილი.
ის ე.წ. საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი და, სასავაუროდ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
კახაბერ ქისიშვილი პირველად 1 მარტს გაიტაცეს. მაშინ, მის გასათვისუფლებლად მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით წარიმართა.
40 წლის კახაბერ ქისიშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის დედასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს.