საქართველოს ლეიბორისტული პარტია, სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალური მდივნის მიწვევით, მონაწილეობას პირველად მიიღებს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ სოციალისტური ინტერნაციონალის საბჭოს სხდომაში, რომელიც 21-22 ივნისს გაიმართება.
სოციალისტური ინტერნაციონალის საბჭო, რომელიც დაძაბული ორდღიანი რეჟიმით იმუშავებს, წინ უსწრებს ტორონტოს Gგ 20-ის სამიტს და განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებებს გლობალური ეკონომიკის მწვავე და უაღრესად საჭირო საკითხებთან დაკავშირებით; ასევე, გლობალურ კონტექსტში განიხილება ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო, განიარაღებისა და სხვა საერთაშირისო საკითხები.
სოცილიასტური ინტერნაციონალის საბჭოს დღის წესრიგით განსაზღვრულია აგრეთვე გამოსვლები და დებატბი რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით.
სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალური მდივანი საბჭოს პირველად წარუდგენს საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას.
საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ნუი-იორკის საბჭოს სხდომაზე წარადგენს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე.
ნიუ-იორკის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ნესტან კირთაძის ორმხრივი შეხვედრები მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებთან.
სხდომაზე ნესტან Kკირთაძე დასვამს საკითხს, რათა სოცინტერნის გავლენიანმა წრეებმა განიხილონ და მხარი დაუჭირონ საქართველოში არჩევნების გაეროს ეგიდით ჩატარებას, რაც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიერ 2009 წლის 30 დეკემბრის ცნობილ მოთხოვნაშია გაჟღერებული.
ნესტან Kკირთაძე ნიუ-იორკში 19 ივნისს გაემგზავრება და სამშობლოში 25 ივნისს დაბრუნდება.