ქრისტიან-დემოკრატები 2010 წლის ბიუჯეტის განხილვის დაწყების გადადებას ითხოვენ. ეს განცხადება დღეს საპარლამენტო სესიაზე ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკეთა. მას მხარი ლევან ვეფხვაძემაც დაუჭირა და აღნიშნა, რომ 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტი არცერთ კომიტეტს არ განუხულავს იმის გამო, რომ მთავრობის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები ბიუჯეტის პარამეტრების ფორმალობასთან დაკავშირებით. "ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროექტი შემოსული იყო იმისთვის, რომ კონსტიტუცია არ დარღვეულიყო და ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ჯერ არ ვიცით 2009 წელი რა ეკონომიკური შედეგებით სრულდება და შესაბამისად მომავალი წლის ბიუჯეტს ვერ დავგეგმავთ"- აცხადებს ვეფხვაძე და მოითხოვს, რომ ბიუჯეტის განხილვა დაიწყოს მაშინ როდესაც მიმდინარე წლის ეკონომიკური პარამეტრები მთავრობისათვის ცნობილი იქნება.
ქრისტიან დემოკრატების ამ მოსაზრებას კი არც მთავრობა და არც პარლამენტი არ იზიარებს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რეგლამენტის თანახმად, ფრაქციებს და კომიტეტებს შენიშვნების დაფიქსირება შეეძლებათ სასესიო განხილვაზე და შესაბამისად განხილვის პროცესიოს დაწყების ორი კვირით გადადება ვერაფერს შეცვლის.
მასალის გამოყენების პირობები