გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის დაკავების და გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხებს დააყენებს. ისაუბრებენ ე. წ. საზღვარზე მოქალაქეების დაკავებებზეც.
ენგურის ხიდთან იმყოფება ლუკავას მეუღლე. მისი მტკიცებით, აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა ლუკავა შეიწყალა, მაგრამ ამ დრომდე დრანდის ციხეში რჩება.