თბილისის საკრებულოს საქმიანობის ახლებურად რეგულირებისთვის სათანადო კანონპროქტი პარლამენტის მიერ იქნა ინიცირებული. "თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის პროქტი პავლე კუბლაშვილის, ლაშა თორდიას და ვახტანგ ბალავაძის მიერ არის მომზადებული. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შეეხება მუდმივმოქმედი კომისიების რაოდენობას და ასევე საკრებულოს თავმჯდომარეების რაოდენობასა და არჩევის წესს.
განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, დედაქლაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიების ოდენობა 5-იდან 12-მდე იზრდება.
კანონის მოქმედი რედაქციით, საკრებულო თავისი შეხედულებებისამებრ ქმნის ხუთ მუდმივმოქმედ კომისიას და საკრებულოს სარევიზიო კომისიას. კანონპროექტით კი, საკრებულო თავისი შეხედულებისამებრ ქმნის არა უმეტეს თორმეტი მუდმივმოქმედი კომისიისა და საკრებულოს სარევიზიო კომისიისა.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების საკითხს, კანონპროქტით განსაზღვრულია, რომ დედაქალაქის საკრებულოს სამი მოადგილე ეყოლება.
კანონპრეოქტის თანახმად, დედალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე.
ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს საკრებულო, თავმჯდომარის წარდგინებით თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით ირჩევს.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ჩაითვლებიან არჩეულად, თუ მათ კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. კანონპროექტის თანახმადვე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის გადაყენებისას, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას, ერთ-ერთი მოადგილე.
ამას გარდა, კონკრეტდება, რომ საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების, საკრებულოს მუდვიმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისგან.
კანონპრეროქტში ნათქვამია, რომ საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მხოლოდ პირველი მოადგილე.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.