"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი საკრებულოს 1-ლი სხდომით უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით, "ეროვნული საბჭოს" მიერ ინიცირებული პროექტების განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე ჩაივლის, რაც ამ ორგანოს მუშაობს უფრო გამოაცოცხლებს.
"ბუნებრივია, არ ვარ კმაყოფილი იმიტომ, რომ საკრებულო არ იქცა იმ ორგანოდ, რომელსაც საზოგადოება მოელოდა, ამიტომ საკრებულოში საზოგადოების ხმა უნდა ისმოდეს. მიაჩნია, რომ საკრებულოს ძალიან გამოაცოცხლებს საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარებული სხდომები. აქციებს ჩავატარებთ ყველა იმ საკითხზე, რომელზედაც წინასაარჩევნოდ ვსაუბრობდით, იქნება ეს ჯანდაცვის პოლისები თუ უფასო სახელმძღვანელოები 1-ელკლსაელებისთვის. ჩვენი ინიციატივების განხილვა საკრებულოში ჩაივლის საპროტესტო აქციების ფონზე, ისე ეს საკრებულო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს", - განაცადა საკრებულოს 1-ლი სხდომის დასრულების შემდეგ დავითაშვილმა.