საკრებულოს 1-ელი სხდმა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, ასევე, დროებითი და მუდმივმოქმედი კომიის თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაამტკიცეს. ასევე, დამტკიცდა პერსონალური შემადგენლობა.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხების კომისიას ოპოზიციონერი ვიქტორ დოლიძე, ხოლო ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისისას მრეწველი გიორგი ტყემალაძე უხლემძღვანელებს. დანარჩენ 12 კომისიას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის განცხადებით, 1-ელმა სხდომამ საკმაოდ საინერესოდ ჩაიარა და უკვე შეიქმნა ის ფონი, რომელიც მომავალში საკრებულოს წარმატებულ მუშაობას განაპირობებს.
"სხდომა თითქმის 3 საათს გაგრძელდა ეს იყო საკმაოდ საინტერესო სხდომა. შევთანხმდით, როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ავირიჩიეეთ კომისიის თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები კომისიების პერსონალური შემადგენლობები, ანუ დღეს შევქმენით ფონი იმისათვის, რომ საკრებულომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სრულყოფილი მუშაობა და დაიწყოს თბილისელების პრობლემებზე ზრუნვა. ისეთი განწყობა დამრჩა, რომ სხდომის ოპოზიციური მონაწილეები იმავე განწყობით ტოვებდნენ სხდომას რა განწყობაც მე მაქვს", - განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.