სომხეთის ტერიტორიის 80 %-ზე მეტი გაუკაცრიელების სხვადასხვა რისკის ქვეშ იმყოფება. განცხადება ამის შესახებ დღეს სომხეთის ბუნების დაცვის სამინისტროსთან არსებული ბიორესურსების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, გაეროს კოორდინატორმა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის კონვენციის კოორდინატორმა აშოტ ვარდანიანმა გააკეთა.
მისი განცხადებით, 17 ივნისს, 1995 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
"სომხეთი გვალვისკენ მიდრეკილ რეგიონში იმყოფება, ასევე მასზე გავლენას ახდენს გაუდაბნოების სხვადასხვა გამოვლინება, რომელიც საკმაოდ მძლავრია ბუნებრივი პირობების გამო, ასევე ადამიანური ფაქტორისა და ეკონომიკაში გარდამავალ პერიოდის გამო", _ აცხადებს ვარდანიანი.
მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიის მხოლოდ 10 %-ია დაფარული ტყის საფარით, დანარჩენი მიწა სოფლის მეურნეობის, საცხოვრებელ და სამეწარმეო მიზნებით გამოიყენება.
ვარდანიანი აცხადებს, რომ სომხეთის გაუდაბნოების სამი ძირითადი მიზანი არსებობს _ ხე-ტყის უკანონო ჩეხა, საქონლის მიერ გადაძოვა, სოფლის მეურნეობის არასწორი ორგანიზება.
ვარდანიანი აცხადებს, რომ გაეროს გაეროს გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის კონვენციის ფარგლებში სომხეთის ხელისუფლებამ, პირველმა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის შეიმუშავა გაუდაბნოებასთან ბრძოლის ნაციონალური პროგრამა, სადაც გაწერილია ზომები, რომელიც ამ პრობლემის შერბილებისთვის უნდა იქნეს მიღებული.