ეს-300 ტიპის კომპლექსების გუდაუთაში შეყვანა მომავალ უშიშროების საბჭოზე იქნება განხილული.
მთავრობის წევრებმა რუსეთს შეახსენეს, რომ სხვადასხვა სახის მძიმე შეიარაღების შეყვანით ის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთისგან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორების დაშვება.
მთავრობის წევრების პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციაში. უმცირესობის წევრების განცხადებით, ოფიციალურმა თბილისმა უკრაინის მაგალითი უნდა გამოიყენოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მოსკოვის ანექსია საერთაშორისო სანქციებით შეაჩეროს.