თბილისის საკრებულოს წევრებმა დროებითი და მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდოამრეები აირჩიეს. 14დან ორ კომისაის ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. კერძოდ, ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე, ხოლო და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატებიდან" ვიქრტორ დოლიძე
დაამტკიცეს.
დანარჩენი 12 კომისიის თავმჯდომარედ, რომელშიც დროებითი კომისიებიც შედის ნაიცონალური მოძრაობის წარმომადგენლები გახდნენ.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბაჩილავა, იურიდიულ საკითხთა კომისია - ნინო თევდორაძე, ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისია - თამაზ შოშიაშვილი, საქალაქო მეურნეობის კომისია - ტარიელ ხიზანიშვილი, ეკონომიკუირ განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დროებითი კომისია - კოკი იონათამაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დროებითი კომისია - ზაზა დოლიძე, ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროებითი კომისია - კახა გურული, გარემოს დაცვის დროებითი კომისია - ზაზა ებუტია, განათლებისა და კულტურის დროებითი კომისია - ვახტანგ ნაცვლიშვილი, სახელდებისა და სიმბოლიკის დროებითი კომისია _ ხვიჩა სანაია.