სამინისტროები შემოტანილ საქონელზე საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდებიან. აღნიშნული ცვლილება "საბაჟო მოსაკრებლის შესახებ" კანონში შედის.
როგორც კანონპროექტის ინიციატორი, ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, დღემდე სამინისტროები შემოტანილ საქონელზე საბაჟო მოსაკრებელს იხდიდნენ, თუმცა ამ გადასახადის გადახდა კანონმდებლობით ბიუჯეტიდან ხდებოდა და საბოლოოდ მათ მიერ გადახდილი გადასახადიც ბიუჯეტში შედიოდა.
შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება და ისინი საბაჟო გადასახადისგან განთავისუფლდნენ.