თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, უახლოესი 120 დღის განმავლობაში თბილისის მერიამ და საკრებულომ დევნილების მიმართ გაცემული დაპირებების შესრულება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, უნდა დაჩქარდეს დევნილების გაზიფიცირების ინდივიდუალური გამრიცხველიანების და საცხოვრებელი ფართების დაკანონების, აგრეთვე კორპუსის ამხანაგობებში მათი ჩართვის პროგრამები. ამის შესახებ უგულავამ დღეს საკრებულოს წვრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მანვე თბილისელებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზეც ისაუბრა. უგულავას განცხადებით, 120 დღის განმავლობაში თბილისელებს უნდა წარედგინოთ გეგმა - სასმელი წყალი ყოველგვარი გრაფიკის გარეშე. 2012 წლის ბოლოსთვის წყლის შეზღუდვა უნდა მოიიხსნას. 120 დღეში უნდა დასრულდეს საავადმყოფოების სრულ რეაბილიტაცია. ამასთან, მერიამ და საკრებულომ 120 დღეში უნდა დაადგინოს გარე ვაჭრობის წესები, რადგან დავეხმაროთ ერთის მხრივ გარემოვაჭრეებს და ამასთანავე დავიცვათ სხვა მოქალაქეთა უფლებები.
თბილისის მერმა დედაქალაქში უკვე რეალიზებულ და განსახორციელებელ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებზეც ისაუბრა.
" საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, დედაქალქში დაიწყება კიდევ უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ახალი გვირაბი მარჯვენა სანაპიროზე, ხიდი მტკვარზე, მეტროსადგურ უნივერსიტეტის დასრულება და აგრეთვე რკინიგზის ქალაქგარეთ გატანის პროექტი, რომელიც 3 ათას მუშა მოსამსახურეს საჭიროებს. თბილისის ზღვის მიმართულებით დამატებითი დასასვენებელი და რეკრიაციული ზონების შექმნა. ორ წელიწადში შესაძლებელია მეორე კატეგორიის - შიდა კვარტლური გზებისა და საკორპუსო ეზოების მოსაფალტებაც", - განაცხადა უგულავამ.