თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, სოციალური დაცვის საუკეთესო სისტემა დასაქმებაა. ამიტომ ხელისუფლებამ უმწეოთა დახმარების პარალელურად ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო უნდა შექმნას.
მისი თქმით, მომავალში, ინგლისურისა და კომპიუტერის სწავლების პროგრამა უფრო გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერმა საკრებულოში უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"ხელისუფლება უმწეოთა დახმარების პარალელურად ვალდებულია შექმნას ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო. დაეხმაროს ადამიანებს შესაბამისი უნარ - ჩვევების შეძენაში. სწორედ ამიტომ უახლოესი 120 დღის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება ინგლისურისა და კომპიუტერის სწავლების პროგრამა. 120 დღის განმავლობაში, ჩვენ უნდა დავდოთ გეგმა, თუ როგორ გვესახება, რომ თბილისის მერია, გამგეობები და მუნიციპალიტეტები გადავაქციოთ დასაქმების ბიუროდ. ჩვენ უნდა შევქმნათ უმუშევარ თბილისელთა მონაცემთა ბაზაც და სხვადასხვა პროგრამებით მათი დასაქმების ლობისტებად ვიქცეთ. მე ვაპირებ გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რომელიც მაქვს, როგორც ერთიანი ნაიცონლაური მოძრაობის ერთ - ერთ ლიდერს", - განაცხადა უგულავამ.