თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელი ოპოზიცონერი ვიქტორ დოლიძე დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი ქრისტიან დემოკრატებმაც დაუჭურეს.
როგორც ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, დღეისთვის თბილისში არცერთი მუნიციპალური საავადმყოფო არ არსებობს და 100-დან 80-ადამიანს სწორედ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.
"იმედი გვაქვს, რომ ბატონი ვიქტორ დოლიძე შეძლებს დედაქალაქის მოსახლეობას ეს პრობლემები ნაწილობრივ მაინც მოუგვაროს" - აღნიშნა გრიგოლიამ.
ამასთან დოლიძის კანდიდატურის მხარდაჭერაზე ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.
კობა დავითაშვილის განცხადებით, თუ უმრაველსობას სურვილი ჰქონდა, რომ რეალურად მომხდაიყო თბილისის მთავრობის გაკონტროლება მაშინ სარეზერვო კომისიის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეებად ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა დაემტკიცებინა.
დავითაშვილის გამოსვლას ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დავითაშვილის პოზიცია მისთვის მიუღებელია, რადგან ურთიერთთანამშრომლობით უნდა მოხდეს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც თბილისის მოსახლეობას როგორც ჯანდაცვის ასევე სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით აწუხებს.
ამასთან საკრებულომ უკვე დაამტკიცა სარეზერვო კომისიის თავმჯდომარედ ნიკოლოზ ბაჩილავა. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ნინო თევდორაძე. ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ თამაზ შოშიაშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოშიც აღნიშნულ კომისიას ხელმძღვანელობდა.
ასევე საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ხიზანეიშვილი დაამტკიიცეს, რომელიც დასუფთავების საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.