საკრებულოს სხდომაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ უმრავლესობის წარმომადგენელის ნიკოლოზ ბაჩილავას დაყენებას ხმაური მოყვა. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად ხალხის პარტიის ლიდერმა საკრებულოს წევრმა კობა დავითაშვილმა გააპროტესტა და განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა აღნიშნულ ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენელის კანდიდატურა დაესახელებინათ.
მას გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენელი "ახალი მემარჯვენებიდან" დავით საგანელიძე და "ქრისტიან დემოკრატებიდან" ინგა გრიგოლია.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, მისი ალიანსის წარმომადგენლები ასეთი კომისიის თავმჯდომარის დანიშვნაში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუმცა არც წინააღმდეგები წავლენ.
"კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვიღებთ, რადგან არ გვინდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუმცა არც წინააღმდეგები წავალთ. ერთადერთი არის სარევიზიო კომისია, რომლის თავმჯდომარედაც ნაციონალური მოძრაობის წარმომომადგენლის დანიშვნის წინააღმდგები ვართ. მიგვაჩნია, რომ უნდა მიგეღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ თანამდებობაზე სწორედ ოპოზიციის წარმომადგენელი დაგენიშნათ" - აღნიშნა საგანელიძემ.
გრიგოლიამ კი ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ სამადაშვილს კითხვით მიმართა, რომ რა გააკეთეს ძველმა საკრებულოს წევრებმა იმისთვის, რომ ახლა ისევ აღნიშნულ თანამდებობებზე დიანიშნონ.
"ამ საკრებულოს მოუწევს ოპოზიციური აზრის მოსმენა და გათვალისწინება. მე მახსენდბა გუშინელი პრზიდენტის გამოსვლა, როდესაც მან თაბუკაშვილის ინცინდენტი სიამაყით გაიხსენა და აღნიშნა, რომ თურმე კანონიერი ყოფილა, რომ სპეცრაზმის საშუალებით საკუთარი სახლებიდან ადამიანების გამოყრა. მინდა აღნიშნულთან დაკავშირებით მოვისმინო, რას ფიქრობს საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე მაინტერესებს, რა გააკეთეთ ძველმა საკრებულოს წვერებმა, რომ დღეს იგივე საახები კომისიის თავმჯდომარებეად ვიხილოთ", - განაცხადა გრიგოლიამ.
მას კითხვაზე სამადაშვილმა პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ არაფერი გაეკეთებინა თბილისის საკრებულოს 30 მაისს თვითმმართველობის არჩევებზე მათ მხარს აღარ დაუჭერდნენ.
"30 მაისი მხოლოდ თქვენს კითხვაზე პასუხია" განაცხადა სამადაშვილმა. ამასთან საკრებულომ 38 ხმით თავმჯდომარის მოადგილედ მამუკა ახვლედიანი დაამტკიცა.