„ბავშვთა სამყაროს“ შენობის დაწვის შედეგად დაზარალებულებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. დაზარალებულები დახმარებას და კომპენსაციას მთავრობისაგან ითხოვენ, მოვაჭრეთა ნაწილი უკვე 23 დღეა შიმშილობს. მათ პერმამენტული აქციებიც დაანონსეს. პარასკევს მოვაჭრეები მეტროსადგურებთან შეიკრიბებიან.
ადმინისტრაციასთან შეკრებილებს და ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე უპასუხა. მერის თქმით, ზარალის ანაზღაურება მის ფუნქციაში არ შედის.