თბილისის მერი გიგი უგულავა მერიის მუდმივმოქმედ კომისიებში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობას მიესალმება. მისივე თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ საკრებულოს თამჯდომარის ორი მოადგილის პოსტს ოპოზიციონერები დაიკავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს საკრებულოოში განაცხადა.
უგულავას განმარტებით თბილისის მერია მზად არის ოპოზიციასთან ერთად იმუშაოს მუდმივმოქმედ კომისიებში. კერძოდ: ისტორიული, ძეგლთა დაცვის და ლეგალიზაციის კომისიებში. ასევე, თბილისის სტრატეგიული განვითარების ჯგუფში.
"მივესალმებოდი ასევე ოპოზიციონერთა მონაწილეობას მერიის მუდმივმოქმედ კომისიებშიც. ვგულოსხმობ, ისტორიული და ძეგლთა დაცვის და ლეგალიზაციის კომისიებს. ასევე თბილისის სტრატეგიული განვითარების ჯგუფში მონაწილეობას, რომელმაც უნდა განსაზღვროს თბილისის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ საკრებულოს თვამჯდომარეს ეყოლება კიდევ ორი მოადგილე და ამ თანამდებობას ოპოზიცონერები დაიკავებენ. მე უკვე შევხვდი ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანაიში", - განაცხადა უგულავამ.
მისივე განმარტებით, მუშაობის პროცესში შესძლოა გაჩნდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს დაბრკოლებად იმისათვის, რომ თბილსელების საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს.
"გვქონდა საქმიანი საუბარი მომავალი თანამშრომლობის თაობაზე. ცხადია ეს არ გამორიცხავს აზრთა სხვადასხვაობას და მინდა დღესაც გავიმეორო ერთი პრინციპული მოსაზრება, რომელიც ამ შეხვედრებისას წარმოიშვა. ჩვენი მთავარი მიზანია დასაქმება და გაჭირვებულების დახმარება. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს უმწეო ადამიანებს, ვისაც სხვა საშუალება უბრალოდ არ აქვთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება სახელმწიფოს დახმარება ეფექტური", - განაცხადა უგულავამ.
მანვე სოციალურად დაუცველი ადამიანების ხელახალი აღრიცხვის დაწყების ფაქტის დადებით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელახალი აღრიცხვა, რომელიც უფრო სამართლიანი წესით მოხდება, ადგილობირვი თვითმმართველობის უფრო მეტ ჩართულობას გამოიწვევს.
"120 დღის განმავლბაში მერია სოციალური სუბსიდირების სააგენტოსთან ერთად გეგამვს სოციალურად დაუცველი ადამიანების ხელახალი აღირცხვის დაწყებას და უფრო სამართლიანი სისტემით, ისე რომ ტელევიზორის ან მაცივრის ქონის გამო უმწეო ადამიანს დახმარებაზე უარი არ ეთქვა.ს ეს ახალი სისტემა ადგილობირვი თვითმმართველობის მეტ ჩართულობასაც გულისხმობს", - განაცხადა თბილისის მერმა.