ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. აფხაზური მედიის ცნობით, მასზე დასასწრებად რამოდენიმე ათეული საერთაშორისო დამკვირვებელია მიწვეული.
მოწვევა გაეგზავნა ყველა იმ ქვეყნის წარმომადგენელს,რომელიც აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.არჩევნებს დაესწრებიან უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც.
„ტრადიციულად ჩვენ კვლავ დავპატიჟეთ დამკვირვებლები რუსეთის ფედერაციიდან და ასევე იმედი გვაქვს,რომ არჩევნებზე გვეწვევიან რუსეთისა და ბელორუსიის საპარლამენტო წარმომადგენლობიდან“, - განაცხადა არაღიარებული რესპუბლიკის სახალხო კრების სპიკერმა, ვალერი გბანბამ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს 45 დამკვირვებელი დაესწრო. აფხაზეთის დამოუკდებლობა აღიარებული აქვს რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს, ტუვალუსა და ორ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას - ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა“ და ე.წ. „დნესტრისპირეთის რესპუბლიკას“.