"დემოკრატულმა მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ" საქართველოში დემოგრაფიული პრობლემატიკის არსებულ სურათსა და მისი გაზრდის პერესპექტივებზე ანგარიში წარდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას ბურჯანაძის პარტიის მთავარი საბჭოს ერთ-ერთი წევრი ზაზა სოფრომაძე უძღვებოდა. მისი განცხადებით, დღეისათვის საქართველოში არსებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი საფეხურებიდან, დემოგრაფიული პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია.
"გაეროს მოსახლეობის მსოფლიო ფონდის, შრომის საერთაშორის ორგანიზაციისა და ქართველ ექსპერტთა გათვლებით, საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაშია შეტანილი", - განაცხადა სოფრომაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ოფიციალური სტატისტიკით, ერთი მილიონით შემცირდა. ამავე პერიოდში დაახლოებით ერთი მილიონი საქართველოს მოქალაქე ემიგრირებულია საზღვარგარეთ და ეს პროცესი გრძელდება.
ბურჯანაძის პარტიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის სურათი დღეისათვის ამგვარია: დარღვეულია მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი, აღინიშნება დედათა და ბავშვთა სიკვდიალიანობის ზრდა, დარღვეულია შიდა და გარე მიგრაციული პოროცესები, მაღალია იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა და მძიმეა მათი უმრავლეობის სოციალურ-ეკონომიკუირ მდგომარეობა, აღინიშნება უარყოფითი მიგრაციული სალდო, მძიმეა საქართველოდან გასული მიგრანტების უდიდესი ნაწილის ხვედრი, აღინიშნება მოსახლეობის ეკონომიკუად აქტიური ნაწილის შემცირება, იზრდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სივრცული განაწილების დისბალანსი, ხდება მთიანი რეიგონის დეპოპულაცია (2002 წლის აღწერით 162 საზღვრისპირა სოფელი პრატქიკულად ცარიელია), მძიმდება კრიმინოგენული სიტუაცია (2003 წელს - 8110 მსჯავრდებული, 2008 წელს - 20804), იზრდება ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი (30 000-მდე ნარკოტიკის მომხმარეველი), მძიმეა საქართველოდან გასული მიგრანტების უდიდესი ნაწილის ხვედრი.
"დემოკრატიული მოძრაობის" მიერ შემუშავებული დემოგრაფიული კონცეფციის თანახმად, ქვეყანაში ამ მიმართულებით შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად, აუცილებელია შემდეგი სტრატეგიული მიზნების მიღწევა:
მაკრო დონეზე - სიღატაკის დაძლევა, თაობათა განახლების ოპტიმიზაცია,
მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტიცება და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა, მიგრაციული პროცესების და განსახლების სრულყოფა, ეკოლოგიური დემოგრაფიის საკითხთა სრულყოფა, ახალგაზრდობის პრობლემევბის მოგვარება, ქალთა სოციალურ-დემოგრაფიული პრობლემების დაძლევა,
"დემოკრატიული მოძრაობა" ქვეყნის დემოგრაფიული განვითარებისთვის შემდეგ ამოცანებს ისახავს:
ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების პროგრამის შემუშავება, მრავალშვილიანი და ღარიბი ოჯახებისთვის განსაკუთრებული ხელშეწყობა, მატერიალური სტიმულები ერის გამრავლებისთვის, ახალშობილთა და ქალთა ჯანმრთელობის დასაცავად, საზოგადოების გაცნობიერება და ინფორმირება, რომ ქვეყანა დეპოპულაციის საფრთხის წინაშეა, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნა, საქართველოს უნიკალური მაღალმთიანი რეგიონის გაუკაცრიელების პროცესის შეჩერება, საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან სისტემატური და საქმიანი კონტაქტები.