მინსკის საქალაქო სასამართლომ ვლადისლავ კაზაკევიჩს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი მკვლელობაში დასდეს. ყოფილი სტუდენტი გასულ წელს სავაჭრო ცენტრში სახერხით შეიჭრა და მარკეტში მყოფებს სხეულის მძიმე ტრავმები მიაყენა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა.