“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა, - ამის შესახებ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ მიიღეს შსს-სგან ინფორმაცია, რომ ვერ ჩატარდება აქცია, თუმცა, ისინი მაინც არ აპირებენ აქცია გადადონ და ყველას მოუწოდებენ, 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან შეკრებისკენ.
"გუშინ შსს-გან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5 წლის თავზე აქცია ჩატარდეს მისი თავისუფლების მოთხოვნით. თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს თუ ამის ნება არ ექნა შსს-ს და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერი გახლავთ, შეუძლებელია საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებში და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეს საქართველოს მოქალაქეებს იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ეშინია. იმიტომ, რომ დღემდე ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია “ნაციონალური მოძრაობის“ და კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9 -წლიანი პერიოდი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობასთანდ ა ქართველ ხალხთან ერთად, პირველ რიგში, ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში. რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, ჩვენ აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახების, ძარცვის სიმბოლოდ. დღეს თაღლითობის, ძარცვის ჰაბად და ცენტრად რომ აქცია ივანიშვილმა, ის ქვეყანა იყო წინსვლის, ევროპული ინტეგრაციის, კორუფციის და კრიმინალის დამარცხების სიმბოლო და რიყის დოქები იქნებოდა დღეს მოდერნიზებული, თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს და თბილისის სიმბოლო, ახლა კი არის გაპარტახებული და გაძარცვული ქვეყნის სიმბოლო, სამწუხაროდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან 1-ელ ოქტომბერს, 5 საათზე და ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს სააკაშვილის პატიმრობის მნიშნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისს მნიშვნელობას, მის ისტორიულ წვლილს და ანტიქართული რეჟიმის მოშორების აუცილებლობას, კვლავინდებურად გეპატიჟებით, მიუხედავად ტექნიკური დაბრკოლებისა, რომლის შექმნასაც ივანიშვილის რეჟმი შეეცდება ჩვენთვის", - განაცხადა ფავლენიშვილმა.