რუსეთი 2027 წელს თავდაცვაზე 17.1 ტრილიონი რუბლის, დაახლოებით 202.6 მილიარდი დოლარის, დახარჯვას გეგმავს. ეს თანხა თავდაპირველად დაგეგმილ 13.5 ტრილიონ რუბლთან შედარებით დაახლოებით 27%-ით მეტია.
როგორც Reuters წერს, შესაბამისი მონაცემები რუსეთის მთავრობის დოკუმენტებშია ასახული, რომლებიც სააგენტომ მოიპოვა.
დაგეგმილი 17.1 ტრილიონი რუბლი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან, 2022 წლის შემდეგ, რუსეთის თავდაცვისთვის გათვალისწინებულ ხარჯებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
დოკუმენტების მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სფეროსთვის ჯამში 50 ტრილიონი რუბლის გამოყოფაა დაგეგმილი.
2026 წელს რუსეთის მთავრობა თავდაცვაზე 12.1 ტრილიონი რუბლის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა წლის ფაქტობრივი ხარჯები გასაიდუმლოებულია და მათი გამოქვეყნება არ იგეგმება.
ამასთან, სამხედრო ხარჯების ნაწილი შესაძლოა ბიუჯეტის სხვა მუხლებში იყოს ასახული, რაც თავდაცვის სფეროზე რეალური დანახარჯების სრულად შეფასებას ართულებს.