საქართველოს ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველი ეწვევა. ამის შესახებ საგრეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ესპანეთში ჩემი ოფიციალური ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მიგელ ანხელ მორატინოსის საშუალებით მის უდიდებულესობას ესპანეთის მეფეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის დაგეგმვის მოწვევა გადავეცი, რომელიც მიღებულია, თუმცა ჯერჯერობით ვიზიტის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. აღნიშნულზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს", - განაცხადა ვაშაძემ.
მინისტრის შეფასებით, ესპანეთის მეფის საქართველოში ვიზიტს ორმხრივი ურთიერთობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება, რადგან ესპანეთის მეფე კონსტიტუციურადაა სახელმწიფოს მეთაური და ესპანეთის კონსტიტუციის გარანტი.
"მის ჩამოსვლას ექნება დიდი პოლიტიკური, სიმბოლური დატვირთვა", - აღნიშნა ვაშაძემ.