პოლიტიკურ გაერთიანებებს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ დამოუკიდებლად მოუწევთ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ საარჩევნო ბლოკების არსებობა და გამოყენება, არასწორი მიზნით ხდება და შედეგი საპარლამენტო დემოკრატიისა და მრავალპარტიული დემოკრატიის გაუმჯობესება არ არის.
“ბლოკების არსებობა პარტიებს საშუალებას აძლევს, ეს მექანიზმი გარკვეული მანიპულაციებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად გამოიყენოს. შემიძლია დავასახელო რამდენიმე ბლოკი, რომელში შემავალი პოლიტიკური ძალების შესახებ საზოგადოებამ არც კი იცის“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.