მისურიში სტიქიის შედეგებს ითვლიან. დამანგრეველი ქარიშხალი თავს შტატის ჩრდილოეთ ნაწილს დაატყდა. ტორნადომ, ბოლო მონაცემებით, 3 ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. დანგრეულია ათობით სახლი. დაზიანდა ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც რამდენიმე დასახლებულ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.