„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის პარალელურად ბაღდადში გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „არ დაგვავიწყდეს დაეშის დანაშაულები“. გამოფენა ტერორისტების კუთვნილი ნივთებია წარმოდგენილი. 200-ზე მეტ ნივთს შორისაა პირადი დოკუმენტები, პასპორტები, ფოტოები, საკომუნიკაციო საშუალებები, ისლამისტების სისასტიკის ამსახველი ვიდეომასალა და დრონები, რომლებსაც მებრძოლები ერაყის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ იყენებენ.