საქართველო ყირგიზეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"საქართველოს მთავრობა ყირგიზეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დეტალები ცნობილი მთავრობის დადგენილების გამოცემის შემდეგ გახდება", - აღნიშნა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ "წითელმა ჯვარმა" ყველა ქვეყანას მოუწოდა, ყირგიზეთში მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ.