ცოტა ხნის წინ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მორიგი გატაცება მოხდა. გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან 75 წლის ნიკოლოზ თვაური მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის სოფელთან ახლოს, საკუთარ ნაკვეთში მუშაობდა.
გატაცება, ,,ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ მაშინ მოხდა, როცა ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობდა. ამ ინციდენტის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრას ეუთოს და ევროკავშირის წარმოამდგენლები ესწრებიან.
ერგნეთის შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ მოქალაქეთა გატაცების ფაქტებს ეხება. წინა შეხვედრიდან დღემდე იკუპანტებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს, 3 მათგანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.