„ქართული ოცნების“ პოზიციაა, მიუხედავად იმისა, რა სისტემაზე შეთანხმდება საკონსტიტუციო კომისია, შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი და ეს არის ჩვენი საბოლოო წერტილი, სადაც გვინდა რომ მივიდეთ, უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, რომ 7 წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.