ბოლივიის პრეზიდენტი შეუძლოდაა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო ევო მორალესი კუბაში გაემგზავრა. სამედიცინო გამოკვლევებს მას ჰავანის კლინიკაში ჩაუტარებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მორალესს ყელის პრობლემა აქვს და საუბარი უჭირს. ამის გამო მან რამდენიმე საჯარო გამოსვლა გადადო.